Pride and Prejudice / სიამაყე და ცრურწმენა

Album-61_1-300x168.jpg

Pride and Prejudice / Mirjam Marks / The Netherlands / 2017 / 17 min.

Album-61_1-300x168.jpg

The Malian-Dutch Emma tries her utmost best to feel home in the Netherlands, but encounters hardships living in-between two cultures. Three years ago, Emma (13) moved from Mali to the Netherlands. At primary school, Emma felt different from others: on the outside because of her skin color and on the inside because of her culture. She didn’t know how to fit in, and her classmates began bullying her. Now she goes to middle school and feels much better. She has more courage to express herself and realized that transforming her feelings into songs helps a lot. Just like any other child of her generation, Emma lives in a world where the clash between cultures and religions are getting worse and worse. The media feeds people with fear and intolerance towards the ‘outsiders’. It is often forgotten that there are children who have to face this clash on a day-to-day basis; while at home culture and religion have a safe place, in the outside world where people fight against them. The documentary tells the courageous story of a sensitive but strong girl who is looking for a place in today’s world. The impact words can make, prejudices, acceptance, hope en ideals are themes covered in this film.

სიამაყე და ცრურწმენა / მირიამ მარკსი / ნიდერლანდები / 2017 / 17 წთ.

მალელი ემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნიდერლანდებში თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში, თუმცა ორ კულტურას შორის ცხოვრების სირთულეებს აწყდება. სამი წლის წინ ცამეტი წლის ემა მალიდან ნიდერლანდებში საცხოვრებლად გადმოვიდა. დაწყებით სკოლაში სხვებისგან განსხვავებულად გრძნობდა თავს: გარეგნულად თავისი კანის ფერის, ხოლო შინაგანად თავისი კულტურის გამო. არ იცოდა, როგორ მორგებოდა ახალ გარემოს და კლასელებმა მისი დაჩაგვრა დაიწყეს. ახლა საშუალო სკოლაშია და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მეტი გამბედაობა აქვს, გამოხატოს თავი და გააცნობიერა, რომ გრძნობების სიმღერებში გადატანა ძალიან ეხმარება. თავისი თაობის სხვა ბავშვების მსგავსად, ემა იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც კულტურებსა და რელიგიებს შორის კონფლიქტი სულ უფრო უარესდება. მედია ადამიანებს „აუტსაიდერების“ მიმართ შიშს და არატოლერანტულობას უნერგავს. საზოგადოებას ხშირად ავიწყდება, რომ არსებობენ ბავშვები, ვისაც ამ კონფლიქტთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ; მაშინ, როცა სახლში კულტურასა და რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, გარეთ ადამიანები მათ წინააღმდეგ იბრძვიან. დოკუმენტური ფილმი გვიყვება გაბედულ ისტორიას მგრძნობიარე, მაგრამ ძლიერი გოგოს შესახებ, რომელიც ამ სამყაროში თავის ადგილს ეძებს. ფილმი ასახავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სიტყვების გავლენა, ცრურწმენა, მიმღებლობა, იმედი და იდეალები.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram