Namrud: Troublemaker / შარიანი ნამრუდი

Album-61_1-300x168.jpg

Namrud: Troublemaker / Fernando Romero Forsthuber / Austria / 2017 / 95 min.

Album-61_1-300x168.jpg

Namrud tells the story of Jowan Safadi, a famous musician and a true free spirit, born as Palestinian in the State of Israel. With his band Fish Samak he delivers songs ranging from the political and social to the emotional and philosophical and gathered a huge fan community in the Arabic world. Jowan is unafraid to speak his mind or tackle taboo subjects, and his lyrics, at once penetrating and witty, have also courted controversy on several occasions: previously investigated by Israeli police for “inciting terrorism”, his last tour to Jordan ended with his arrest and an overnight stay in a Jordanian prison cell. However, his 15-year-old son Don moved to his home shortly. Now Jowan has to face a whole new challenge: on the one hand, he continues to fight for his ideals and his music, but at the same time he has to take paternal responsibility and offer his son a suitable environment. But this can't prevent him from making some trouble in the region again.

შარიანი ნამრუდი / ფერნანდო რომერო-ფორსტჰუბერი / ავსტრია / 2017 / 95 წთ.

„ნამრუდი“ ისრაელში ცნობილი პალესტინელი მუსიკოსის, ჯოვან საფადის შესახებ გვიყვება. ის თავისუფალი სულის ადამიანია და თავის ბენდთან Fish Samak-თან ერთად მსმენელს პოლიტიკურ, სოციალურ, ემოციურსა და ფილოსოფიურ საკითხებზე სიმღერებს სთავაზობს. მათი დამსახურებით მუსიკოსმა არაბულ სამყაროში უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ჯოვანს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის არ ეშინია და ტაბუირებულ საკითხებსაც ეხება. მისი მძაფრი და ამავე დროს მახვილგონივრული ტექსტები არაერთხელ გამხდარა დავის საგანი: ისრაელის პოლიციამ მის წინააღმდეგ „ტერორიზმის წაქეზების“ მოტივით დაიწყო გამოძიება. ხოლო მუსიკოსის ბოლო ტური იორდანიაში მისი დაკავებით და იორდანიის ციხის საკანში გატარებული ღამით დასრულდა. მისი 15 წლის ვაჟი დონი მასთან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. ჯოვანს ახალი გამოწვევა აქვს: ერთი მხრივ, თავისი იდეალებისთვის და მუსიკისთვის ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ ამავე დროს, მამობრივი პასუხისმგებლობის აღება უწევს, რომ შვილს შესაფერისი გარემო შეუქმნას. თუმცა, ეს რეგიონში პრობლემების გამოწვევაში ხელს არ უშლის.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi