Licu, A Romanian Story / ლიკუ, რუმინული ამბავი

Album-61_1-300x168.jpg

Licu, A Romanian Story / Ana Dumitrescu / Romania / 2017 / 86 min.

Album-61_1-300x168.jpg

Licu, a Romanian Story is about the life of a man lost in history. A 92-year-old man having outlived major historical events such as war, peace, communism, the revolution and post-revolution. He has suffered, loved, laughed and cried for over 92 years. Licu is a feature documentary, but above all it is a movie about the passing of time and old age. A reflection on our own condition and ephemerality. Licu’s story, like most stories, is subjective. It is not a movie about History but a tale whose Hero is named Licu. Each of us, at one moment or another, will identify with the events in the film. Licu’s life-story could be anyone’s story. It radiates universality. Licu’s story is filmed behind closed-doors. At his age, he has remained alone with his memories. However, the film is filled with characters and life. Loulou, his wife and the love of his life, is a lively presence. So is Viorel, his beloved brother, who passed away at the age of 37… In the house, the surrounding objects are a constant presence and seem to become alive assuming the role of real characters. Each object is a character in itself: the house defying time, the pendulum that imitates the heartbeat, the television set that fills the silence... Each sequence in the film is conceived like a photograph in an album. Today will become tomorrow. The present has already become the past. Licu is an invitation to opening the book of time.

ლიკუ, რუმინული ამბავი / ანა დუმიტრესკუ / რუმინეთი / 2017 / 86 წთ.

„ლიკუ, რუმინული ამბავი“ ისტორიაში დაკარგული ადამიანის ცხოვრებაზეა. 92 წლის კაცი, რომელმაც მოასწრო ეცხოვრა ძირითადი ისტორიული მოვლენების დროს, როგორებიცაა, ომი, მშვიდობა, კომუნიზმი, რევოლუცია და მისი შემდგომი პერიოდი. გაიარა ტანჯვა, უყვარდა და ტიროდა 92 წლის განმავლობაში. ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, მაგრამ ამასთან ერთად არის ფილმი დროის მსვლელობასა და მოხუცებულობაზე. ყოფისა და დამარცხების რეფლექსიაა. ლიკუს ამბავი, სხვა ისტორიებივით სუბიექტურია. ეს არ არის ფილმი ისტორიაზე, არამედ არის ზღაპარი, რომლის გმირის სახელი არის ლიკუ. ხშირ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანი იდენტიფიცირებას ახდენს ფილმში მოთხრობილ ისტორიასთან. ლიკუს ცხოვრება შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანის ისტორია, რადგან ეს ამბავი უნივერსალობას ასხივებს. ლიკუს ამბავი გადაღებულია დახურულ კარს მიღმა. იგი მოხუცებულობის ასაკში მოგონებებთან დარჩა მარტო. ფილმი სავსეა გმირებითა და სიცოცხლით. მისი საყვარელი მეუღლე ლულუ ამის ნათელი მაგალითია. ასევე მისი საყვარელი ძმა ვიორელი, რომელიც 37 წლის ასაკში გარდაიცვალა... სახლში ყველა საგანს ხასიათი აქვს და თითქოს ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან: სახლი ანაწევრებს დროს, ქანქარა ბაძავს გულისცემას, ტელევიზორი არღვევს სიჩუმეს... ფილმის თითოეული კადრი ალბომის ფოტოსურათივითაა. დღევანდელობა იქცევა ხვალინდელ დღედ. აწმყო უკვე წარსული გახდა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ლიკუ დროის წიგნის გადასაფურცლად გიწვევთ.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram