Infinite Football / უსასრულო ფეხბურთი

Album-61_1-300x168.jpg

Infinite Football / Corneliu Porumboiu / Romania / 2018 / 70 min.

Album-61_1-300x168.jpg

The director of the film, Corneliu Porumboiu recollects: “One day, a childhood friend of mine told me that his brother, Laurentiu, had changed the rules of the game of football and he had unsuccessfully tried to promote his new sport. More than ten years ago, Laurentiu had told me also about some new rules that would improve the football game. At that time, I did not take him seriously. My father was a football player, then he went on to becoming a referee. I also played football during my adolescence, thinking I might one day become a professional player. So, for me, the idea of changing the rules, was close to a heresy. Yet, I was intrigued that he had spent so much time trying to change the rules of football. I wanted to know the history of Laurentiu's new sport, from the moment he came up with the idea till present day. Shortly, I realized that a conflict was hiding behind his story - Rules versus Freedom, a theme I've always been interested in. So, I had to make a film. In my previous discussions with Laurentiu, I had avoided talking about the rules of his sport, as I wanted to discover them while shooting. With a small film crew, two camera operators and a sound recordist, I went to Vaslui, my hometown and also the town Laurentiu lives in, feeling that even me, as a film director, I would be playing a different game altogether.

უსასრულო ფეხბურთი / კორნელიუ პორუმბოიუ / რუმინეთი / 2018 / 70 წთ.

ფილმის რეჟისორი, კორნელიუ პორუმბოიუ იხსენებს - „ერთ დღეს, ბავშვობის მეგობარმა მიამბო, რომ მისმა ძმამ, ლაურენტიუმ, ფეხბურთის წესები შეცვალა და წარუმატებლად ცდილობდა მის მიერ გამოგონილი სპორტის განვითარებას. მახსოვს ათი წლის წინ ლაურენტიუმ თავად მითხრა ახალ წესებზე, რაც ფეხბურთის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. იმ დროს, მის სიტყვებზე ბევრი არ მიფიქრია. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, შემდეგ მსაჯი გახდა. ახალგაზრდობაში მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და იმედი მქონდა, რომ ერთ დღეს პროფესიონალი მოთამაშე გავხდებოდი. აქედან გამომდინარე, წესების შეცვლის იდეა თითქმის მკრეხელობად მივიჩნიე. თუმცა დამაინტერესა, რატომ დაუთმო ფილმის გმირმა ამდენი დრო ფეხბურთის წესების შეცვლას. სურვილი გამიჩნდა, რომ მეტი რამ გამეგო ლაურენტიუს ახალი სპორტის შესახებ, იმ დღიდან მოყოლებული, როცა სულ პირველად გაუჩნდა ეს იდეა. მალევე გავათვითცნობიერე, რომ ამ ყველაფრის მიღმა გარკვეული კონფლიქტი იმალებოდა - წესები თავისუფლების წინააღმდეგ, თემა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. ამგვარად გადავწყვიტე ფილმის გადაღება.თავდაპირველად ლაურენტიუსთან საუბრისას, განზრახ არ ვეკითხებოდი სპორტის წესების შესახებ, მინდოდა, რომ გადაღების პროცესში, თანდათან გამერკვია. პატარა გადამღებ ჯგუფთან, ორ ვიდეო და ერთ ხმის ოპერატორთან ერთად გავემგზავრე ვასლუიში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც ლაურენტიუ ცხოვრობს. გადაღებამდე მეც, ფილმის რეჟისორსაც, ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს სრულიად განსხვავებული თამაში მელოდა წინ.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram