Impreza – The Celebration / იმპრეზა - დღესასწაული

Album-61_1-300x168.jpg

Impreza – The Celebration / Alexandra Wesolowski / Germany / 2017 / 75 min.

Album-61_1-300x168.jpg

By August 2016, a right-wing government has been running Poland for almost a year. In the same year, with Danuta‘s 50th wedding anniversary fast approaching, the whole family is preparing for the celebration. Her grandchildren are used to her unorthodox ideas and are willing to help with everything. This year‘s program is supposed to be a fashion show with Danuta‘s favourite pieces. Even Ola, the couple’s niece, has come all the way from Germany. But when she arrives in Warsaw, she finds herself embroiled in heated discussions about contentious issues such as the European Union, abortion, migration and propaganda. In the days leading up to the party, the camera roams unnoticed from one family discussion to another. Meandering conversations about oatmeal, nail polish and homemade food easily switch to politics, gender issues and Islam. This intimate glimpse into the hot cauldron of family emotions also raises many questions about politics and the news. Is there such a thing as objective news or truth? How can you know if you‘re consulting the right sources of information? And where does ideology have its roots?

იმპრეზა - დღესასწაული / ალექსანდრა ვესოლოვსკი / გერმანია / 2017 / 75 წთ.

2016 წლის აგვისტოში ერთი წელი გავიდა, რაც პოლონეთს მემარჯვენე მთავრობა ჰყავს. ამავე დროს, დანუტას ქორწინების 50 წლისთავი ახლოვდება და დღესასწაულისთვის მთელი ოჯახი ემზადება. შვილიშვილებმა იციან ბებიას ექსტრავაგანტული იდეების შესახებ და მზად არიან ყველაფერში დაეხმარონ. დღესასწაულის წლევანდელი პროგრამა დანუტას საყვარელი ტანსაცმლის შოუსაც ითვალისწინებს. ოლა, წყვილის დისშვილი გერმანიიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა და, ვარშავაში ჩასულმა, თავი გაცხარებული კამათის შუაგულში ამოყო. დისკუსიები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ევროკავშირი, აბორტი, მიგრაცია და პროპაგანდა. წვეულება ახლოვდება და კამერა შეუმჩნევლად გადადის ერთი დიალოგიდან მეორეზე. საუბრებს ფაფაზე, ფრჩხილის ლაქზე და სახლში დამზადებულ საჭმელზე ადვილად ანაცვლებს პოლიტიკა, გენდერული პრობლემები და ისლამი. მაყურებელს საშუალება აქვს თვალი შეავლოს შინაურულ, ოჯახურ სიტუაციას და ემოციების მოზღვავებას პოლიტიკურ თემებზე. არსებობს თუ არა ობიექტური ახალი ამბები და სიმართლე? როგორ უნდა დარწმუნდე, რომ ინფორმაციის სანდო წყაროსთან გაქვს საქმე? საიდან იღებს სათავეს იდეოლოგია?

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi