Grozny Blues / გროზნოს ბლუზი

Album-61_1-300x168.jpg

Grozny Blues / Dir. Nicola Bellucci / Switzerland / 2015 / 104 min.

Album-61_1-300x168.jpg

“Grozny Blues” follows a few people around Grozny, the capital of war-torn Chechnya where daily life is defined by political repression, constricting customs, forced Islamification and the failure to come to terms with recent history. The film revolves around four women who have been fighting for human rights under worsening conditions for many years but get more and more disillusioned with the situation in Putin’s Russia. The building where they work is also home to a Blues Club that is frequented by a group of young people. Having only vague memories of the Chechen wars in the 90s, they try to make sense of the strange things that are happening in their country. In linking the personal and intimate to the political, Nicola Bellucci shows in a dramatic and yet very poetic way what it means to live in a divided society that navigates a no-man’s land between war and peace, repression and freedom, archaic traditions and modern life.

გროზნოს ბლუზი / ნიკოლა ბელუჩი / შვეიცარია / 2015 / 104 წთ.

„გროზნოს ბლუზი“ გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ომისგან გაყოფილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობენ. გროზნო გაჯერებულია პოლიტიკური რეპრესიებით, მკაცრი ადათ-წესებით, იძულებითი ისლამიზაციითა და თანამედროვეობასთან შეურიგებლობით. ფილმი ოთხი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ადამიანის უფლებების დასაცავად მრავალი წლის მანძილზე იბრძოდნენ. მათი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და თანდათან პუტინის რუსეთის მიმართ სრული უნდობლობით დასრულდა. სახლი, სადაც მუშაობენ ბლუზის კლუბია, რომელსაც ახალგაზრდები ხშირად სტუმრობენ. ამ ახალგაზრდებს ბუნდოვნად ახსოვთ 90-ანი წლების ჩეჩნეთის ომები და სურთ, გაერკვნენ იმ უცნაურ ამბებში, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ნიკოლა ბელუჩი პოეტურობითა და სიფრთხილით გვიყვება ფილმის გმირების პირადი, ინტიმური და პოლიტიკური ცხოვრების დეტალებზე. გვიჩვენებს თუ რას ნიშნავს ცხოვრება ომსა და მშვიდობას, რეპრესიებსა და თავისუფლებას, არქაულ ტრადიციებსა და თანამედროვე სამყაროს შორის.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi 

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram