Escape to Life: Erika and Klaus Mann Story / გაქცევა სიცოცხლეში

Album-61_1-300x168.jpg

Escape to Life: Erika and Klaus Mann Story / Wieland Speck, Andrea Weiss / Germany / 2000 / 85 min.

Album-61_1-300x168.jpg

Erika and Klaus Mann, the two brilliant eldest children of Thomas Mann, often claimed to be identical twins. Born 1905/6 into Germany's leading literary family, they shared the struggle to assert their individuality and creativity whilst living within the large shadow cast by their famous, Nobel Prize-winning father. Based on their first common book published in english, Escape to Life, the film takes place at a turning point in their lives, the beginning of their exile years from Nazi Germany. They both left their country the very month Hitler came to power and continued to agitate against Nazism from Germany's neighbouring countries until the USA became their last place of exile. Erika and Klaus Mann were writers, actors, pacifists, homosexuals and an early breed of modern Europeans. In a time of great moral and political uncertainty, although their lives were riddled with contradictions, their convictions were clear and unwavering. Klaus was a writer who saw his work banned from being published during his lifetime. Erika was an actress who faced actual laws passed against her performing in Europe. She was married twice: once to the actor Gustaf Gründgens, and once to the poet W.H. Auden, through whom she was granted British citizenship. Klaus joined the American Army to fight against his former homeland. The film's drama sequences are interpretations of the writings by Klaus Mann whose fiction was very close to his and their own life experiences. Klaus Mann’s most famous novel, “Mephisto”, became post mortem a bestseller in Germany. In 1980 István Szabó made the film of the same name, based on the novel.

გაქცევა სიცოცხლეში - ერიკა და კლაუს მანების ამბავი / ვილანდ შპეკი, ანდრეა ვაისი / გერმანია / 2000 / 85 წთ.

ერიკა და კლაუს მანები - თომას მანის ორი უფროსი, ბრწყინვალე შვილი, ხშირად იდენტურ ტყუპებად მიჩნეულნი; დაბადებულები 1905/6 წელს გერმანიის წამყვან, წარჩინებულ ოჯახში. ნობელის პრემიის მფლობელი, ცნობილი მამის ჩრდილში ცხოვრება და-ძმას სირთულეს უქმნიდა საკუთარი ინდივიდუალურობითა და კრეატიულობით თავის დამკვიდრებაში. გაქცევა სიცოცხლეში დაფუძნებულია და-ძმის პირველ, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ, საერთო წიგნზე. ფილმი მათი ცხოვრების გადამწყვეტ პერიოდს ასახავს - დევნილობის წლებს ნაცისტური გერმანიიდან. მათ ორივემ დატოვეს სამშობლო და აგრძელებდნენ აგიტაციას ნაციზმის წინააღმდეგ გერმანიის მეზობელ ქვეყნებში, მანამ სანამ შეერთებული შტატებიღა დარჩა მათი ერთადერთი თავშესაფარი. ერიკა და კლაუს მანები იყვნენ მწერლები, მსახიობები, პაციფისტები, ჰომოსექსუალები და მოდერნისტული ევროპის ახალი თაობის წარმომადგენლები. დიდი მორალური და პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდში, მათი პოლიტიკური რწმენა აშკარა და ურყევი რჩებოდა- ცხოვრება კი მუდმივი წინააღმდეგობებით სავსე. კლაუსის ნაწარმოების გამოქვეყნება იკრძალებოდა მისი სიცოცხლის და მოღვაწეობის პერიოდში; ერიკას წინააღმდეგ კანონიც კი მოქმედებდა ევროპაში, რომელიც მას თეატრში თამაშს უკრძალავდა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად, გუსტაფ გრუნდგენთან, და მეორედ, პოეტ ვ.ჰ. ოდენთან, რომლისგანაც მან ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო. კლაუსი ამერიკულ სამხედრო ძალას შეუერთდა, რათა ყოფილი სამშობლოს წინააღმდეგ ებრძოლა. ფილმის დრამატული სცენები კლაუს მანის ნაწარმოებების ინტერპრეტაციებია, რომლებიც ძალიან ახლოსაა და-ძმის რეალურ ცხოვრებასთან. კლაუს მანის ყველაზე ცნობილი რომანი „მეფისტო“ ავტორის სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გახდა გერმანიაში. 1980 წელს იშტვან საბომ, ნოველის მიხედვით, იგივე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi